Home » მსოფლიო » ისრაელში მიიღეს წამლის პირველი სამუშაო ნიმუში, რომელიც თრგუნავს კორონავირუსს პაციენტის სხეულში

ისრაელში მიიღეს წამლის პირველი სამუშაო ნიმუში, რომელიც თრგუნავს კორონავირუსს პაციენტის სხეულში

ისრაელში მიიღეს წამლის პირველი სამუშაო ნიმუში, რომელიც თრგუნავს კორონავირუსს პაციენტის სხეულში.

mako.co.il-ს ინფორმაციით, ის მოქმედებს როგორც პრეპარატი და ასევე, როგორც ვაქცინა. ამის შესახებ ორშაბათს, 5 მაისს, „ნეს ციონის“ ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუმა გამოაქვეყნა ინფორმაცია.

ინსტიტუტის და ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი განცხადებით, პრეპარატი აქტიურად ანადგურებს ვირუსს.

„საუბარია ახალ საშუალებაზე, რომელიც მიზანმიმართულად მოქმედებს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ. განსხვავებით სხვა ექსპერიმენტული მეთოდებისგან, რომელიც უკვე ცნობილ პრეპარეტებსა და მიდგომებს მოიაზრებს ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

რა არის ცნობილი ამ პრეპარატის შესახებ

პრეპარატი ემყარება მონოკლონურ ანტისხეულებს (იმუნური უჯრედების მიერ წარმოქმნილ ანტისხეულებს), რომლებიც მიიღეს ცხოველებისა და იმ ადამიანების სისხლის პლაზმიდან, რომლებსაც გადაიტანეს კორონავირუსი.

იდენტიფიცირებული ცილები ახდენს იმუნური სისტემის რეაგირებას საფრთხეებზე და გამოიყენება კიბოს გარკვეული ფორმების სამკურნალოდ.

კლინიკურმა კვლევებმა უკვე აჩვენეს პრეპარატის მაღალი ეფექტურობა. ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუტმა უკვე შეიტანა საპატენტო განაცხადი და მომავალში გეგმავს საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართოს წამლის წარმოებისთვის.

”მე ვამაყობ ისრაელი მეცნიერების მიღწევებით. ეს არის გიგანტური გარღვევა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს კაცობრიობისთვის.” – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა, რომელიც უკვე გაეცნო წამლის მოქმედებას.

რა წარმატებები აქვთ სხვა ქვეყნებს

აშშ

შეერთებულ შტატებში უკვე ოფიციალურად დამტკიცდა ექსპერიმენტული წამლის Remdesivir, გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენება კოროვირუსული ინფექციისთვის.

აშშ-ს ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოკვლევის წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ პაციენტებმა, რომლებმაც კვლევის ფარგლებში Remdesivir მიიღეს, გამოჯანმრთელდნენ 31%-ით უფრო სწრაფად, ვიდრე პაციენტები, რომლებმაც მიიღეს პლაცებო.

დიდი ბრიტანეთი

დიდ ბრიტანეთში აპირებენ გააპროტესტონ ექსპერიმენტული, კიბოს საწინააღმდეგო ნორვეგიული წამლის Bemcentinib-ის გამოყენება, როგორც კორონავირუსთან მკურნალობისას გამოყენებული წამალი.

ასევე, დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის წინააღმდეგ გამოყენებული ექვსი პრეპარატიდან ერთის გამოყენება, რომელმაც ტესტირება გაიარა, მისი შესწავლა მეორე ეტაპზე გადავიდა – დაიწყება ადამიანებზე მათი გამოცდა. საუბარია პრეპარატების Bemcetinib, MEDI3506 და Akalabrutinib-ის ნაერთზე.

სანდრო პირველი

ორიგინალი: obozrevatel.com

Share