Home » მსოფლიო » ირანმა დონალდ ტრამპის დაკავების ორდერი გასცა

ირანმა დონალდ ტრამპის დაკავების ორდერი გასცა

გენერალი ყასემ სულეიმანის მკვლელობის გამო ირანის ხელისუფლებამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაკავების ორდერი გასცა. ირანი ინტერპოლს მიმართავს, რათა დახმარება გაუწიონ დონალდ ტრამპის დაკავებაში.

თეირანის პროკურორის, ალი ალყასიმერის განცხადებით, ირანი დონალდ ტრამპსა და კიდევ 30 პირს 3 იანვარს გენერალ ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციის ოპერაციის ორგანიზებაში ადანაშაულებს.

ინფორმაციას ამის შესახებ Al-Jazeera ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ქუდსის” ლიდერი, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა.

Share