Home » საზოგადოება » ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ბაკურიანისთვის 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსი შეიძინა

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ბაკურიანისთვის 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსი შეიძინა

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ბაკურიანისთვის 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსი შეიძინა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანისთვის 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე გამარჯვებული კომპანია გამოავლინა.

ავტობუსების შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 მილიონი ევროა.

სამგზავრო ავტობუსებთან ერთად, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი ნარჩენების მართვის და საცობების პრევენცია-განეიტრალებისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა.

Share