Home » ახალი ამბები » ინფექციურის დირექტორმა ტელეკომპანია „მთავარი“ კორონავირუსზე შეკვეთილი სიუჟეტის მომზადებაში დაადანაშაულა

ინფექციურის დირექტორმა ტელეკომპანია „მთავარი“ კორონავირუსზე შეკვეთილი სიუჟეტის მომზადებაში დაადანაშაულა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ტელეკომპანია „მთავარი“ კორონავირუსზე შეკვეთილი სიუჟეტის მომზადებაში დაადანაშაულა, თუმცა მან ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

მარინა ეზუგბაია თავის გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ გუშინ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში შეკვეთილი სიუჟეტი გავიდა. მისი თქმით, ის ჟურნალისტებს არაფერს ეტყვის მანამ, სანამ ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიას „მთავარის“ გადამღები ჯგუფი არ დატოვებს.

Share