Home » ეკონომიკა » “ინვესტიციების ჯამური მოცულობა, ბოლო 7 წელიწადში, აღემატება ინვესტიციებს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 2013 წლამდეც კი”

“ინვესტიციების ჯამური მოცულობა, ბოლო 7 წელიწადში, აღემატება ინვესტიციებს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 2013 წლამდეც კი”

“ინვესტიციების ჯამური მოცულობა ბოლო 7 წელიწადში აღემატება ინვესტიციებს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 2013 წლამდეც კი”

“ინვესტიციების ჯამური მოცულობა ბოლო 7 წელიწადში აღემატება ინვესტიციებს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 2013 წლამდეც კი” , – ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი გიორგი ცუცქირძე სოციალურ ქსელში წერს.

“ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„საქსტატის” მიერ 2007-2018 წლების საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ზრდის დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე საქართველოში უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა ვიდრე თუნდაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის 9 წლიან პერიოდში, როდესაც 2004-2012 წლებში 9 მლრდ 171 მლნ ინვესტიცია შემოვიდა.

ახლა თუ ამ მონაცემებს შევადარებთ ბოლო 7 წილის მონაცემებთან, კერძოდ, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2019 წლის პირველი სამი კვარტლის ჩათვლით, საქართველოში 10 მილიარდ 620 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი უცხორული ინვესტიცია შემოვიდა. შესაბამისად, ბოლო 7 წელიწადში 1 მლრდ 450 მილიონით მეტი ვიდრე ნაციონალების მართველობის 9 წლის მანძილზე და ნახევარი მილიარდი აშშ დოლარზე მეტი, ვიდრე თუნდაც მთელი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 2012 წლამდე პერიოდში.

ახლა რაც შეეხება ინვესტიციების ბოლო ორი 2 წლის შემცირებულ მონაცემებს. მართალია, 2018 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 1.265 მლრდ. აშშ დოლარი იყო, ხოლო მიმდინარე წლის პირველი სამი თვის მონაცემი 909 მლნ აშშ დოლარამდეა და სავარაუდოდ 2018 წლის მაჩვენებელს გაიმეორებს, მაგრამ აქ მთავარი არა რომელიმე წელს ინვესტიციების შემცირებაა, რაზეც ხდება აქცენტების მოზნობრივი გადატანა, არამედ მისი ტრენდი საშუალო და გრძელვადიან ციკლში.


საერთაშორისო პრაქტიკაში, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ახასიათებს ხშირად ცვლილებების საკმაოდ მაღალი მერყეობა, როგორც გრძელვადიან, ასევე საშუალო ვადიან ციკლშიც კი. და შესაბამისად, ცალკეული საინვესტიციო მიმართულება სულაც სხვა მიმართულებით შეიძლება იქნეს ჩანაცვლებული. მოგეხსენებათ, რომ ინვესტიციები არის მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი. შესაბამისად, ინვესტიციების შეფასებისას, გარდა მისი მოცულობითი სიდიდისა გამოიყენება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. ბუნებრივია, რაც მაღალია ეს თანაფარდობა, მით მეტია მშპ-ის ზრდაში ინვესტიციების ხვედრითი წილიც. თუმცა მშპ-ის ზრდაში მხოლოდ ინვესტიციები არ მონაწილეობს და თუნდაც საერთო მოხმარებას ან წმინდა ექსპორტს არანაკლები მნიშვნელობა აქვს. ამ თვალსაზრისით, მიზანშეწონილია, არა მხოლოდ მიმდინარე მაჩვენებლების, არამედ გასული წლების დინამიკის ანალიზი.

თვალსაჩინოებისათვის, 2014-2015 წლებში იყო პუი-ს ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი ირლანდიაში დაფიქსირდა, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მშპ-სთან შეფარდების მაჩვენებელი გაიზარდა 33.6 % დან 80 %-მდე, რაც არა თუ ევროკავშირის, არამედ საერთაშორისო რეიტინგში სულაც პირველი მაჩვენებელი იყო. მაგრამ 2016 წლიდან ამ მაჩვენებელმა დაიწყო მკვეთრი შემცირება და 2017 წელს უკვე უარყოფით ნიშნულზეც კი დავიდა -1.42 %-მდე, შესაბამისად, პირველი პოზიციიდან 169 ადგილზე დაქვეითდა. ბოლო წლებში ირლანდიის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა ლუქსემბურგს, 2016 წელს 76.9 %, როდესაც 2015 წელთან შედარებით(19.6 %), მნიშვნელოვნად მოიმატა, მაგრამ მომდევნო 2017 წელს, ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა 10.7 %-მდე. იგივე შეიძლება ითქვას აზერბაიჯანზეც, თუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თანაფარდობამ მშპ-სთან 2016 წელს 11.8 % შეადგინა(მე-14 პოზიცია), 2017 წელს ეს მაჩვენებელი შემცირდა 7 %-მდე, ანუ რეიტინგში 28-ე პოზიციამდე ჩამოქვეითდა.

ჩვენთან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა დაიწყო 2014 წლიდან და შესაბამისად ბოლო ხუთ წელიწადში გაიზარდა მისი პროცენტული თანაფარდობა მშპ-სთანაც. ბოლო წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017 წელს იყო, როდესაც ინვეტიციების მოცულობამ 1 962,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, თუ 2014 წელს პუი-ს თანაფარდობა მშპ-სთან- 6.4 %-ს შეადგენდა, ეს ინდიკატორი 2017 წელს გაიზარდა 13 %-მდე, რაც საკმაოდ მაღალი, მე-12 პოზიცია იყო საერთაშორისო რეიტინგში. მართალია, 2018 წელს ინვესტიციების მოცულობა(2018 წელს ქვეყანაში შემოსული ინვესტიციებმა 1 232,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა) და შესაბამისად, მისი მშპ-სთან თანაფარდობის მაჩვენებელი შემცირდა 7.6 %-მდე, მაგრამ 2014-2017 წლების საშუალო მაჩვენებელი 11 %-ის ფარგლებში იყო. ნიშანდობლივია, რომ ამ მაჩვენებლით ჩვენ სტაბილურად შევდივართ წამყვანი 20 ქვეყნის რიცხვში. თვალსაჩინოებისათვის 2016 წლის მიხედვით, საშუალო მსოფლიო მაჩვენებელი 4.59 %-ს შეადგენდა.
როგორც ვხედავთ, მიუხედავად გასულ წელს საინვესტიციო ნაკადების შედარებით შემცირებისა, რაც ზოგადად დამახასიათებელია საინვესტიციო ციკლებისთვის, საქართველოს ბოლო წლებში აქვს პუი-ს ინდიკატორის ერთ–ერთი ყველაზე მაღალი და რაც მთავარია სტაბილური მაჩვენებელი, რაც საუკეთესოა როგორც რეგიონის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დონეზეც კი.

ავრტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ბოლო ანგარიშებიც ხაზს უსვამს ქვეყანაში საინვესტიციო მიმზიდველობას და მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს, რაც ასახულია რეგიონში ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალ მაჩვენებელში უახლოეს ოთხ წელიწადში.
აღნიშნული აღიარებები მთლიანად აბათილებს ქართული ოპოზიციის და ექსპერტთა ნაწილის მიერ ტირაჟირებულ ნარატივს ეკონომიკის გაჩერებაზე, მკვეთრად შემცირებულ საინვესტიციო ნაკადებზე თუ ზედმეტ რეგულაციებზე და საპირისპიროდ, ვითომდა ნაციონალების მართველობის პერიოდში ეკონომიკურ არნახულ ზრდაზე და ქვეყანაში საინვესტიციო „ბუმზე“.

მთავრობის ახალი სტრატეგია და ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელზე მაღალი ტემპი, თუნდაც ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური გამოცემა – Global Finance-ის მიერ, რომელიც ინვესტორთა გადაწვეტილებების თავისებური ბარომეტრია, საქართველოს ყველაზე დინამიკური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანებს შორის დასახელება იძლევა იმის ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების საშუალებას, რომ მიმდინარე და მომავალ წელს ინვესტიციების მოცულობა კვლავ მზარდი იქნება”, – წერს ცუცქირიძე.

Share