Home » მსოფლიო » ილჰამ ალიევი – აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს ე.წ. მოთხოვნებს არ შეასრულებს

ილჰამ ალიევი – აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს ე.წ. მოთხოვნებს არ შეასრულებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ხელისუფლება ევროპის საბჭოს ე.წ. მოთხოვნებს არ შეასრულებს. ალიევის თქმით, “ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია აზერბაიჯანის არჩევნების შეფასებას მიკერძოებულად უდგება”.

“ჩვენ უკვე შევეჩვიეთ ზოგიერთი ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის ნეგატიურ შეფასებას. ზოგჯერ ეს დასკვნა არჩევნების ჩატარებამდე მზადდება, არა ორგანიზაციაში, არამედ სხვა ადგილას.

ალიევის განცხადებით, “9 თებერვალს აზერბაიჯანში ჩატარებული არჩევნები მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რადგან ახალმა პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს რეფორმების გაგრძელებას”.

შეგახსენებთ, 9 თებერვალს აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. ცესკო-ს მონაცემებით, “ენი აზერბაიჯანი” (ახალი აზერბაიჯანი) 125 ადგილიან მილი მეჯლისში 70 ადგილს მიიღებს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიაში არჩევნების პროცესში დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობენ.

1tv.ge

Share