Home » ფინანსები » ივნისში ფულადი გზავნილების მოცულობა 17.8%-ით გაიზარდა

ივნისში ფულადი გზავნილების მოცულობა 17.8%-ით გაიზარდა

2020 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 169.2 მლნ აშშ დოლარი (514.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 17.8%-ით (25.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.5% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 93.2% მოდიოდა.

  ჩარიცხული მოცულობა (მლნ.აშშ დოლარი) წილი მთლიან ჩარიცხულ მოცულობაში ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი
სულ        169.23 100.00% 17.8%
ევროკავშირის ქვეყნები 70.38 41.59% 23.95%
დანარჩენი ქვეყნები 98.85 58.41% 13.82%
   მათ შორის:      
იტალია 26.79 15.83% 38.79%
საბერძნეთი 19.89 11.76% 16.49%
გერმანია 6.58 3.89% 62.90%
ესპანეთი 4.48 2.65% 6.81%
საფრანგეთი 2.49 1.47% 3.55%
პოლონეთი 2.38 1.41% -17.72%
გაერთიანებული სამეფო 1.71 1.01% 23.24%
კვიპროსი 1.28 0.75% -10.32%
ირლანდია 1.26 0.74% 66.48%
რუსეთის ფედერაცია 32.57 19.25% -6.36%
აშშ 20.04 11.84% 31.11%
ისრაელი 13.87 8.19% 3.64%
თურქეთი 10.88 6.43% 43.87%
უკრაინა 6.52 3.85% 95.59%
აზერბაიჯანი 4.73 2.79% 183.03%
კანადა 1.88 1.11% 53.06%
ყაზახეთი 1.53 0.91% -29.73%
სომხეთი 1.10 0.65% 21.23%

2020 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.9 მლნ აშშ დოლარი (66.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის ივნისის (17.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 25.4%-ით მეტია.

დეტალური სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება სებ-ის ვებგვერდზე:

https://www.nbg.gov.ge/index.php?m=715;

http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306;

Share