Home » საზოგადოება » ივანე მაჭავარიანი – რაც გადავადდება გადასახადის სახით, მეტად დაიხარჯება ბიუჯეტიდან, დაგენერირდება იმ მაღალი ეკონომიკური ზრდით, რომელიც პოსტკრიზისულ პერიოდში იქნება

ივანე მაჭავარიანი – რაც გადავადდება გადასახადის სახით, მეტად დაიხარჯება ბიუჯეტიდან, დაგენერირდება იმ მაღალი ეკონომიკური ზრდით, რომელიც პოსტკრიზისულ პერიოდში იქნება

საბოლოო ჯამში, ის ყველაფერი, რაც დღეს ან გადავადდება გადასახადის სახით, ან მეტად დაიხარჯება ბიუჯეტიდან,ნებისმიერ შემთხვევაში, დაგენერირდება იმ მაღალი ეკონომიკური ზრდით, რომელიც პოსტკრიზისულ პერიოდში იქნება, – ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეივსებს სახელმწიფო ბიუჯეტი საშემოსავლო დანაკლისს და ხომ არ იგეგმება დამატებითი ფინანსების მოძიება.

მაჭავარიანის თქმით, ეს ძალისხმევა სწორედ იქითკენაა მიმართული, რომ ეკონომიკა განვითარების ორგანულ ნიშნულს დაუბრუნდეს.

“საბოლოო ჯამში, რასაკვირველია, ის ყველაფერი, რაც დღეს ან გადავადდება გადასახადის სახით, ან მეტად დაიხარჯება ბიუჯეტიდან, ნებისმიერ შემთხვევაში, დაგენერირდება იმ მაღალი ეკონომიკური ზრდით, რომელიც პოსტკრიზისულ პერიოდში იქნება და ვიმედოვნებთ, რომ იქნება. ეს ძალისხმევა სწორედ იქითკენაა მიმართული, რომ საბოლოო ჯამში, ეკონომიკა დაუბრუნდეს განვითარების თავის ორგანულ ნიშნულს, რომელიც უკვე ბოლო რამდენიმე წელია ჩვენ მდგრადად გვიკავია 5%-ის მიდამოში. ქართულმა ეკონომიკამ უნდა დააგენერიროს ის სტიმული, რომელსაც ჩვენ ამ მოკლევადიან პერსპექტივაში ვხედავთ”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასტუმროებსა და რესტორნებს, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო კომპანიებსა და საექსკურსიო კომპანიებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი 4 თვით გადაუვადდებათ.

Share