Home » მსოფლიო » იერუსალიმში ქრისტიანმა, ებრაელმა და მუსლიმმა სასულიერო ლიდერებმა ერთობლივი ლოცვა აღავლინეს

იერუსალიმში ქრისტიანმა, ებრაელმა და მუსლიმმა სასულიერო ლიდერებმა ერთობლივი ლოცვა აღავლინეს

იერუსალიმში სამი რელიგიური მწამსის ლიდერებმა – ქრისტიანებმა, ებრაელებმა და მუსლიმებმა ერთობლივი ლოცვა აღავლინეს. ლოცვა კორონავირუსის პანდემიას ეხებოდა.

გავრცელებული ცნობებით, ლოცვებს სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ვატიკანის რადიოსთან საუბარში, წმინდა მიწის ერთ-ერთი ტაძრის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სამივე სულიერმა ლიდერმა ლოცვა საკუთარი წესებით აღავლინა. „ჩვენ ყველა ერთად ვთხოვთ უფალს, რომ პანდემია შეჩერდეს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ერთი ფესვებიდან მოვდივართ და ყოვლისშემძლე უფალისთვის ერთად ვილოცებთ“,- აღნიშნა მამა ფრანჩესკო ტატონმა.

ipn.ge

Share