Home » ბიზნესი » იაპონური JICA რიკოთის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობისთვის 230 მილიონს გამოყოფს
იაპონური JICA რიკოთის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობისთვის 230 მილიონს გამოყოფს

იაპონური JICA რიკოთის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობისთვის 230 მილიონს გამოყოფს

იაპონია საქართველოს მხარდაჭერას აგრძელებს.

არსებული და სამომავლო ურთიერთობები განიხილეს საქართველოსა და იაპონიის პირველმა ვიცე-პრემიერებმა. შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის (ADB) წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, კულტურის, საგანმანათლებლო, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში.

იაპონიის მთავრობა პროგრამა Official Development Assistance of MFA (ODA) ფარგლებში, საქართველოში ინვესტიციებს ახორციელებს. მათ შორის, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, იაპონიის ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მეშვეობით, ხორციელდება ტექნიკური თანამშრომლობის დახმარების პროგრამები, არასაპროექტო გრანტებისა და შეღავათიანი სესხების გამოყოფა.

სააგენტოს მიერ ერთ-ერთ წარმატებულ პროექტებს შორისაა აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილის – ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის გზის რეაბილიტაცია „The East-West Highway Improvement Project’’.

პროექტის განხორციელება 2012 წელს დაიწყო, ამ პროექტისთვის JICA-ს მიერ გამოყოფილმა სესხმა, დაახლოებით, 190 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. JICA ასევე განახორციელებს 230 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტირებას რიკოთის მონაკვეთზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში.

წყარო: GBC

Share