Home » ბიზნესი » იანვარ-ივნისში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 16.5%-ით შემცირდა

იანვარ-ივნისში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 16.5%-ით შემცირდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ივნისში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 16.5%-ით შემცირდა.

კერძოდ, იანვარ-ივნისში 4169 ნებართვა გაიცა 2576,8 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 26,8 პროცენტით ნაკლები). ნებართვების 78,3 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი

„აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები”, – ნათქვამია „საქსტატის“ ანგარიშში.

ამასთან,¸2020 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიიღეს 758,8 ათასი კვ.მ ფართობის 810 ობიექტი, რაც წინა წელთან შედარებით 34,5 პროცენტით ნაკლებია.

Share