Home » ფინანსები » იანვარში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.6 მლნ დოლარი შეადგინა

იანვარში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.6 მლნ დოლარი შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.6 მლნ აშშ დოლარი (362.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 8.6%-ით (9.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

მათივე ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.4% იმ 14 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 91.2% მოდიოდა.

2020 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.5 მლნ აშშ დოლარი (53.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის იანვრის (15.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 19.1%-ით მეტია.

Share