Home » ეკონომიკა » იანვარში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი, ხოლო უმსხვილესი იმპორტიორი თურქეთი იყო

იანვარში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი, ხოლო უმსხვილესი იმპორტიორი თურქეთი იყო

2020 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 82.8 პროცენტი შეადგინა. საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ინფორმაციით, უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილზეა ჩინეთი – 44.4 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტით, აზერბაიჯანი 44.0 მლნ. აშშ დოლარით და რუსეთი 33.4 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტით.

ამასთან, გასულ თვეში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი – 97.2 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რუსეთი – 72.6 მლნ. აშშ დოლარი და ჩინეთი – 65.0 მლნ. აშშ დოლარი.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 72.2 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი 117.1 მლნ. აშშ დოლარით, ჩინეთი 109.4 მლნ. აშშ დოლარით და რუსეთით 106.0 მლნ. აშშ დოლარით.

Share