Home » ფინანსები » იანვარში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალი 29 მილიონი დოლარით გაიზარდა

იანვარში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალი 29 მილიონი დოლარით გაიზარდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში 2020 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან 193 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემს, 17.6 პროცენტით, ანუ 29 მილიონი დოლარით აღემატება.

უწყების ცნობით, გასული წლის იანვარში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 164 მლნ აშშ დოლარი მიიღო.

Share