Home » ფინანსები » იანვარში კომერციული ბანკების მოგება 41,7%-ით გაიზარდა

იანვარში კომერციული ბანკების მოგება 41,7%-ით გაიზარდა

ეროვნული ბანკის მოცამებით, 2020 წლის იანვარში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 41,7%-ით გაიზარდა და 2019 წლის იანვარში ბანკების წმინდა მოგებამ 67,755 მლნ ლარი შეადგინა.

გასულ თვეს კომერციული ბანკებმა 96,026 მლნ ლარის მოგება მიიღეს, რაც 28,2 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2020 წლის იანვარში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 6,939 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 71,499 მლნ ლარი შეადგინა.

რაც შეეხება შემოსავლებს, იანვარში ბანკების შემოსავლებმა 410,942 მლნ ლარი, ხოლო ხარჯებმა 305,938 მლნ ლარი შეადგინა. გარდა ამისა, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 30,328 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარში ბანკებმა 8,608 მლნ ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.

Share