Home » ეკონომიკა » იანვარში ექსპორტი 10%-ით გაიზარდა

იანვარში ექსპორტი 10%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 882.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 262.6 მლნ აშშ დოლარი (10.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 619.7 მლნ აშშ დოლარი (3.9 პროცენტით მეტი) იყო. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარში 357.1 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტი შეადგინა.

Share