Home » ეკონომიკა » იანვარში ექსპორტი იმპორტზე 2.5-ჯერ მეტად გაიზარდა და 262.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

იანვარში ექსპორტი იმპორტზე 2.5-ჯერ მეტად გაიზარდა და 262.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2020 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 882.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7 პროცენტით მეტია.

აქედან ექსპორტი 262.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (10.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 619.8 მლნ. აშშ დოლარს (4.0 პროცენტით მეტი).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, მიმდინარე წლის იანვარში, 357.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტია.

Share