Home » ეკონომიკა » „იანვარი შთამბეჭდავი ზრდის ტემპით დაიწყო – 20% არის გაზრდილი ეკონომიკაში ტურიზმიდან შემოსავლები“

„იანვარი შთამბეჭდავი ზრდის ტემპით დაიწყო – 20% არის გაზრდილი ეკონომიკაში ტურიზმიდან შემოსავლები“

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საგანგაშო არაფერია და მიმდინარე წელი ტურიზმის მიმართულებით ქვეყანამ წარმატებულად დაიწყო.

ამის შესახებ ქვრივიშვილმა ტურისტების რაოდენობაზე კორონავირუსის შესაძლო ნეგატიური გავლენის კომენტირებისას განაცხადა.

„ამ ეტაპზე სასიხარულო ტენდენცია გვაქვს ტურიზმის ინდუსტრიაში. 2020 წლის იანვარი შთამბეჭდავი ზრდის ტემპებით დაიწყო.ზრდა გვაქვს ტურისტების დანახარჯების კუთხით, 20%-ითაა გაზრდილი ტურიზმიდან შემოსავლები ეკონომიკაში. ასე რომ, არაფერი გვაქვს საგანგაშო”, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

Share