Home » მსოფლიო » იანდექს ტაქსი ადასტურებს, რომ მომხმარებელთა მონაცემებს რუსეთის საგამოძიებო უწყებებს აწვდის

იანდექს ტაქსი ადასტურებს, რომ მომხმარებელთა მონაცემებს რუსეთის საგამოძიებო უწყებებს აწვდის

სერვისმა Yandex-მა დაადასტურა, რომ მგზავრობების შესახებ ინფორმაციას ძალოვან სტრუქტურებს აწვდის. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის „მედიაზონა“ ავრცელებს.


იანდექს ტაქსი ამას მომხმარებელზე ზრუნვით განმარტავს, მაგრამ ამავდროულად აცხადებს, რომ ინფორმაციის გამოთხოვისას საგამოძიებო უწყებები არ აკონკრეტებენ, კონკრეტულად რატომ სჭირდებათ ინფორმაცია, ეხება ის მსხვერპლს თუ დამნაშავეს.

შეგახსნებეთ, რომ რუსული ტაქსის კომპანია იანდექსი ქართულ ბაზარზე 2016 წელს შემოვიდა.


Share