Home » საზოგადოება » „თუ დადასტურდა, რომ ოზურგეთის მერიამ მაღალჩინოსნებზე პრემია გასცა, შესაბამის ზომას მივიღებთ“

„თუ დადასტურდა, რომ ოზურგეთის მერიამ მაღალჩინოსნებზე პრემია გასცა, შესაბამის ზომას მივიღებთ“

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ოზურგეთის მერიამ მაღალჩინოსნებზე პრემია გასცა, შესაბამის ზომას მიიღებს.

ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს ბათუმში უპასუხა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას ვირუსთან ბრძოლის ფონზე, რამდენად გამართლებულია პრემიების აღება.

„ეს ფაქტი თუ დადასტურდა, კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია სხვადასხვა მიზეზების გამო. მე მესმის, რომ ეს ადამიანები დღეს, შეიძლება წინა ხაზზე არიან და COVID19-ს ებრძვიან, მაგრამ ეს მათი ვალდებულებაა.

ისინი საჯარო მოხელეები არიან, ისინი ან არჩეულები არიან, ან დანიშნულები არიან გუნდის მიერ და ხალხს უნდა ემსახურონ იმის მაგივრად, რომ პრემიები აიღონ. გავერკვევი, გპირდებით ამ მომენტში და თუ ეს დადასტურდა, შესაბამის ზომას მივიღებ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Share