Home » მსოფლიო » „თურქეთი ცდილობს შეაჩეროს ის სასაკლაო, რომელსაც ირანი, რუსეთი და სირია იდლიბის პროვინციაში აწყობენ“

„თურქეთი ცდილობს შეაჩეროს ის სასაკლაო, რომელსაც ირანი, რუსეთი და სირია იდლიბის პროვინციაში აწყობენ“

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, სირიის რეჟიმი და მისი მოკავშირეები იდილიბის პროვინციაში ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს კლავენ.

„ასე ნუ იქცევით“, – დაწერა პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე, სადაც რუსეთი და ირანი სირიის ბაშარ ალ-ასადის მთავრობის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, თურქეთი ცდილობს შეაჩეროს ეს „სასაკლაო“, რომელმაც 100 000 ადამიანს აიძულა დაეტოვებინა საკუთარი სახლები. „რუსეთი, სირია და ირანი იდლიბის პროვინციაში ათასობით უდანაშაულო მშვიდობიან მოქალაქეს კლავენ. თურქეთი ცდილობს, რომ ეს ხოცვა-ჟლეტა შეწყდეს“, – აცხადებს ტრამპი.

Share