Home » საზოგადოება » თურნავა – რასაც ვაწარმოებთ, კონკრეტული შეთანხმებული პრიორიტეტებით ვანაწილებთ – მეც კი არ მაქვს ეს პირბადე

თურნავა – რასაც ვაწარმოებთ, კონკრეტული შეთანხმებული პრიორიტეტებით ვანაწილებთ – მეც კი არ მაქვს ეს პირბადე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ხვალიდან საქართველოში წარმოებული პირბადეები 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა ადამიანებს დაურიგდება.

როგორც თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, სანამ პირბადეების მასობრივი წარმოება დაიწყება, ისინი პრიორიტეტების მიხედვით დაურიგდებათ მათ, ვინც “ფრონტის წინა ხაზზე დგანან”.

“ვიცით, რომ პირბადეები არის დეფიციტში, რა თქმა უნდა და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემაა. ესაა გლობალური პრობლემა. მაგრამ ესეც იცით, რომ სულ რამდნეიმე დღეში ანუ რეკორდულ პერიოდში, ძალიან სწარაფად შევძელით, რომ აგვემოქმედებინა ადგილობრივი წარმოება პირბადეების, რომელიც ადრე უბრალოდ არ გვჭირდებოდა. ნულიდან დავიწყეთ და უკვე ეს წარმოება არის გამართული. ამ პროგრამაში ჩართულია მრავალი სამკერვალო ქარხანა და როგორც კი ჩვენ რითმულ მიწოდებას ნედლეულისას, ავაწყობთ, რაც ასევე პრობლემაა, რადგან ქვეყნები ძალიან უფრთხილდებიან ამას, უკვე შევძლებთ, რომ წარმოება მასობრივად დავიწყოთ, მაგრამ დღესაც, რასაც ვაწარმოებთ, კონკრეტული შეთანხმებული პრიორიტეტებით ვანაწილებთ კატეგორიებს, ვინც დგას ფრონტის წინა ხაზზე”,- განაცხადა თურნავამ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ მათ პირბადეების შეძენის შესაძლებლობა არ აქვთ, თურნამავამ განაცხადა, რომ ჟურნალისტები კერძო სექტორის ჯგუფებს შორის პრიორიტეტს წარმოადგეენ, თუმცა მას შემდეგ, “რაც პირბადეები 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა პენსიონერებს დაურიგდებათ”.

“მეც კი არ მაქვს ეს პირბადე. ორშაბათიდან ამ კატეგორიაში დავიწყებთ დარიგებას”,- განაცხადა თურნავამ.

Share