Home » ახალი ამბები » თვითმფრინავით მგზავრობის წესები მაღალი ეპიდრისკის დროს

თვითმფრინავით მგზავრობის წესები მაღალი ეპიდრისკის დროს

ბორტზე დისტანცირების წესები კორონავირუსის საეჭვო ან უკვე დადასტურებული შემთხვევის დროს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა სპეციალური დოკუმენტი, რომელშიც წარმოდგენილია რეკომენდაციები ავიახაზების გამცილებლებისა და ეკიპაჟებისთვის ეპიდრისკის დროს.

იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია, თვითმფრინავით მგზავრობისას აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა:

  • დისტანცია მგზავრებს შორის:

ვირუსით დაინფიცირების მაქსიმალურად არიდების მიზნით, მგზავრები ბორტზე უნდა დასხდნენ ყოველი ორი რიგის გამოტოვებით (მგზავრებს შორის, მინიმუმ, 2 მეტრის ინტერვალით) და თან ჭადრაკისებურად

  • პირბადეებისა და ხელთათმანების გამოყენება:

პირბადე უნდა შეიცვალოს ყოველ ორ საათში, ხოლო ხელთათმანის გამოცვლა აუცილებელია კვებამდე და საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ. ეს რეკომენდაცია ვრცელდება გამცილებლებზეც

  • ბორტზე მგზავრების დისტანცირება კორონავირუსის საეჭვო შემთხვევის დროს:

თუკი მგზავრს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, დანარჩენმა მგზავრებმა მისგან ორი რიგის მოშორებით უნდა დაიკავონ ადგილები.

2020 წლის 9 იანვარს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა განცხადება ჩინეთში, პრევმონიის შემთხვევებთან დაკავშირებით. დაფიქსირებული უცნობი ეტიოლოგიის პნევმოიის შემთხვევების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეპიდაფეთქების გამომწვევი ახალი კორონავირუსიa, რომლის იდენტიფიცირებაც მოხდა პნევმონიით დაავადებულ პაციენტში.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. დადასტურდა, რომ კორონავირუსი გადამდებია. ჩინეთში კორონავირუსით 2000-მდე ადამიანი დაავადდა.

ჩინეთის შემდგომ კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებლი ირანში დაფიქსირდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ირანში ეპიდაფეთქების რისკი საკმაოდ მაღალია და შესაძლებელია, კორონავირუსის გავრცელების მხრივ საქართველოსთვის ირანი უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენდეს, ვიდრე ჩინეთი. საქართველოს მთავრობამ ირანთან საჰაერო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება 23 თებერვალს გამოაქვეყნა.

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ირანში უკვე დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების – 139-ზე მეტი და გარდაცვალების 19 შემთხვევა.

ჩინეთისა და ირანის შემდეგ კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იტალიაში დაფიქსირდა. იტალიიდან კორონვირუსი სხვა ქვეყნებშიც სწრაფად გავრცელდა. საქართველოშიც კორონავირუსით დაინფიცირება უმეტესად იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეებს დაუდგინდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში 140 პაციენტი რჩება, ხოლო 42 მოქალაქე სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

Share