Home » საზოგადოება » თენგიზ ცერცვაძე: სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ადგილზე, თანამდებობას დავტოვებდი

თენგიზ ცერცვაძე: სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ადგილზე, თანამდებობას დავტოვებდი

ქვეყანა, (სომხეთი) რომელმაც სამ დღეში ერთნახევარჯერ მეტი რაოდენობა ავადმყოფების დააგროვა, ვიდრე ჩვენ ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გვყავს, ამ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი გამოდის და ამბობს რომ მათი ეპიდზედამხედველობის სისტემა უკეთესია, ვიდრე საქართველოში, ამას კომიკურიც არ ჰქვია, მე ამ მინისტრის ადგილზე თანამდებობას დავტოვებდი, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

„ბოლო სამი დღის განმავლობაში სომხეთში არის 1185 შემთხვევა და 8 გარდაცვლილი, საქართველოში 13 ახალი შემთხვევა და 0 გარდაცვლილი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

22 მაისს სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა განაცხდა, რომ სომხეთის ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია.

სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს.

Share