Home » საზოგადოება » თენგიზ ცერცვაძე – ექსპერტების მოსაზრება გაიყო, თუმცა მე მიმაჩნია, რომ საქართველოში კორონავირუსის მეოთხეული გავრცელება ჯერ არ არის

თენგიზ ცერცვაძე – ექსპერტების მოსაზრება გაიყო, თუმცა მე მიმაჩნია, რომ საქართველოში კორონავირუსის მეოთხეული გავრცელება ჯერ არ არის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ექსპერტების მოსაზრება გაიყო, თუმცა თავად მიიჩნევს, რომ საქართველოში ჯერ მეოთხეული გადაცემა არ დაფიქსირებულა.

კერძოდ, ცერცვაძის განმარტებით, კორონავირუსით ინფიცირებული ის პაციენტი, რომელთან დაკავშირებითაც საუბარია, რომ ინფიცირების წყარო უცნობია, ძალიან დამაჯერებლად არა, მაგრამ მაინც ამბობდა, ვისგან დაინფიცირდა.

„ექსპერტების მოსაზრება გაიყო, ერთი შემთხვევა ჩათვლილიყო თუ არა მეოთხეულ გავრცელებად. ჩემი პირადი მოსაზრებაა და რამდენად ვიცი, უმეტესობის, ექსპერტების, რომ ეს არ იყო მეოთხეული გავრცელება, რამდენადაც ის პაციენტი ძალიან დამაჯერებლად არა, მაგრამ მაინც ამბობდა, ვისგან დაინფიცირდა. მეტი ალბათობით, ის ამბობდა ვისგან დაინფიცირდა, ვიდრე – არა. ამიტომ ეს არ არის მეოთხეული გავრცელება ან თუ არის, ერთადერთი შემთხვევა მხოლოდ, მაგრამ მე ვთვლი, რომ ჯერ არ არის“ ,- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

Share