Home » საზოგადოება » თემურ ბასილია – საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აშშ-ის მსგავსი არეულობა მოსალოდნელია საქართველოშიც

თემურ ბასილია – საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აშშ-ის მსგავსი არეულობა მოსალოდნელია საქართველოშიც

“ასეთი არეულობები მოსალოდნელია საქართველოშიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც არჩევნებში დამარცხებული ჯგუფები შეეცდებიან “მოპარული” ხმების “დაცვის” საბაბით ქუჩაში თავისი მომხრეების გამოყვანას და არეულობების მოწყობას”, – ამის შესახებ აშშ-ში მცხოვრები ქართველი ფინანსისტი, თემურ ბასილია სოციალურ ქსელში წერს.

“აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონის მერმა ქ. ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი) გამოაცხადა კომენდანტის საათი ღამის 11 საათიდან დილის 6 საათამდე. წესრიგის დასაცავად გამოყვანილია ეროვნული გვარდიის შენაერთი, რომელიც უნდა დაეხმაროს პოლიციას და აღკვეთოს მოძალადეების მიერ მაღაზიების, კაფეების და სხვა შენობების დაზიანება და ძარცვა.

საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ვაშინგტონის (კოლუმბიის ოლქი) მიმდებარე ვირჯინიის შტატის გუბერნატორმაც.

ასეთი არეულობები მოსალოდნელია საქართველოშიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც არჩევნებში დამარცხებული ჯგუფები შეეცდებიან “მოპარული” ხმების “დაცვის” საბაბით ქუჩაში თავისი მომხრეების გამოყვანას და არეულობების მოწყობას …”, – წერს ბასილია სოციალურ ქსელში.

Share