Home » ახალი ამბები » თბილისი Ryanair-ის ახალი მიმართულების გამარჯვებულია

თბილისი Ryanair-ის ახალი მიმართულების გამარჯვებულია

Ryanair-ის გამოკითხვაში რომელი ახალი მიმართულების არჩევას ისურვებდნენ მოგზაურები თბილისმა გაიმარჯვა.

გამარჯვებულის ტიტულის მოპოვებისთვის საქართველოს დედაქალაქს ფინალში ბარსელონა უპირისპირდებოდა, თუმცა მოგზაურებმა თბილისი აირჩიეს.

კომპანიის გამოკითხვა 2020 წლის საუკეთესო მიმართულების შესარჩევად რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გამოკითხვის შედეგად პირველ ეტაპზე 16 მიმართულება გამოვლინდა, შემდეგ მათი რაოდენობა 8-მდე შემცირდა. თბილისმა რომი, სანტორინი, პარიზი, მალიორკა, ლონდონი დაამარცხა.


გამოკითხვის შედეგად Ryanair-ი 2020 წლის მიმართულებებში თბილისს დააამატებს.

Share