Home » საზოგადოება » თბილისის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარებით მუშავდება

თბილისის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარებით მუშავდება

თბილისის მერის დავალებით, მუნიციპალური ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. რეკომენდაცია დედაქალაქის მერიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოსგან მიიღო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მიკრობაკფორტე, ლიზოფორმინი, სტერისეპტფორტე, ბაქტიციდი – აღნიშნული სადეზინფექციო საშუალებებით მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი არასამუშაო საათებში.

მათივე ცნობით, დეზინფიცირება ასევე უტარდება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს, სადაც 10-მდე დასახელების სადეზინფექციო საშუალება გამოიყენება. სპეციალური ხსნარებით იწმინდება ყოველდღიურად მუნიციპალიტეტის სერვის ცენტრები და სახელოვნებო სკოლები.

დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, საბავშვო ბაგა-ბაღებში არდადეგები გამოცხადდა.

Share