Home » საზოგადოება » ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა“ პირბადეებს არიგებს

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა“ პირბადეებს არიგებს

ფონდი “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის”  და „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირბადეებს, სადეზინფექციო ხსნარებს და ხელთათმანებს არიგებენ.

პირბადეების, სადეზინფექციო ხსნარებისა და ხელთათმანების მისაღებად, ზუგდიდის ცენტრში 200-მდე ადამიანი იყო შეკრებილი.

„ყველას უნდა ეს სადეზინფექციო ხსნარები მიიღოს. ხალხი ბევრია, რიგს დავარეგულირებთ და ისე დავარიგებთ. არცერთი ადამიანი არ დარჩება პირბადისა და სადეზინფექციო ხსნარის გარეშე“, – ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი დათა შელია.

მიხედავად პოლიციელების ადგილზე ყოფნისა და მოწოდებისა, მოქალქეებს შორის დისტანცია არ იყო დაცული.

Share