Home » საზოგადოება » ზელენსკი – გულითადად ვულოცავ მიხეილ სააკაშვილს ახალ საპასუხისმგებლო გამოწვევას

ზელენსკი – გულითადად ვულოცავ მიხეილ სააკაშვილს ახალ საპასუხისმგებლო გამოწვევას

გულითადად ვულოცავ მიხეილ სააკაშვილს ახალ საპასუხისმგებლო გამოწვევას. მჯერა, რომ ის შეძლებს იმპულსის მიცემას რეფორმების ეროვნული საბჭოსთვის და დაეხმარება ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც უკვე მოაწერა ხელი მიხეილ სააკაშვილის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ ბრძანებას.

ამავე ბრძანებით, მიხეილ სააკაშვილის მოადგილედ ალექსანდრ ოლშანსკი დაინიშნა. ბრძანება ძალაშია მისი გამოქვეყნებისთანავე.

Share