Home » მსოფლიო » ვლადიმერ პუტინმა პრემიერის პოსტზე მიხაილ მიშუსტინის დანიშვნას ხელი მოაწერა

ვლადიმერ პუტინმა პრემიერის პოსტზე მიხაილ მიშუსტინის დანიშვნას ხელი მოაწერა

„ბიბისის“ ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხაილ მიშუსტინის დანიშვნის განკარგულებას ხელი მოაწერა. ახალი პრემიერ-მინისტრი მინისტრთა ახალ კაბინეტს უახლოეს მომავალში წარადგენს.

რუსეთის პრეზიდენტმა დოკუმენტს ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც მიხაილ მიშუსტინის კანდიდატურას მხარი სახელმწიფო დუმამ დაუჭირა.

აღნიშნული განკარგულებები ძალაში ხელის მოწერისთანავე შევიდა.

განკარგულების ტექსტი კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მეორე განკარგულებით, ვლადიმერ პუტინმა უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის პოსტზე დანიშნა.

Share