Home » ფინანსები » ვინც წლის ბოლომდე ბინის ყიდვას გადაწყვეტს იპოთეკური სესხი დაუსუბსიდირდება

ვინც წლის ბოლომდე ბინის ყიდვას გადაწყვეტს იპოთეკური სესხი დაუსუბსიდირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა იპოთეკურ სესხებს წლის ბოლომდე დაასუბსიდირებს.

„ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმა დეველოპერებისთვის და მშენებლებისთვის. ეს დახმარება არ იქნება მხოლოდ კომპანიებისთვის, ეს იქნება მოქალაქეებისთვისაც.

დღეიდან და წლის ბოლომდე სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც წლის ბოლომდე გადაწყვეტს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“,- აღნიშნა გახარიამ.

Share