Home » ბიზნესი » „ვინც სამუშაო დაკარგა და მარტის ხელფასი აპრილში ჩაერიცხა კომპენსაციას ვერ იღებენ“

„ვინც სამუშაო დაკარგა და მარტის ხელფასი აპრილში ჩაერიცხა კომპენსაციას ვერ იღებენ“

დასაქმებულები, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს და მარტის ხელფასი აპრილში ჩაერიცხათ, მთავრობისგან აპრილის კომპენსაციას, როგროც ჩანს, ვერ მიიღებენ.

პრობლემაზე „საქკაბელის“ მმართველმა  პარტნიორმა ედიშერ  მამალაძემ „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, კომპანიას აპრილში წარმოება და რეალიზაცია წლიურად 80-85%-ით შეუმცირდა,  რის გამოც, თანამშრომელთა  ნაწილი უხელფასო შვებულებაში გაუშვეს.

„როგორც წესი, ყველა კომპანა, მაგალითად, მარტის ხელფასს აპრილში გასცემს, სახელმწიფომ კი, ადამიანებს აპრილში ჩარიცხული ხელფასი აპრილის თვის  შემოსავალში ჩაუთვალა, შესაბამისად, ისინი კომპენსაციას ამ თვეში ვერ მიიღებენ, ეს მარტო ჩვენი პრობლემა არ არის, სხვებსაც აქვთ ალბათ“ ,  – აღნიშნა ედიშერ მამალაძემ.

ბიზნესმენი ამბობს, რომ ამ ეტაპზე,  კომპანია სახელმწიფოსგან მხოლოდ 750 და 1500 ლარის ოდენობის ხელფასის საშემოსავლო გადასახადზე დაწესებული შეღავათით სარგებლობს, ხოლო წარმოების სტიმულირების ხელშესახები პაკეტი ჯერ არ არის, ჯერ არის მხოლოდ მოლოდინები.

„ბიზნესპარტნიორი“

Share