Home » მსოფლიო » ვიმედოვნებ, თქვენი საქმიანობა ხელს შეუწყობს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას – პუტინი ბჟანიას

ვიმედოვნებ, თქვენი საქმიანობა ხელს შეუწყობს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას – პუტინი ბჟანიას

„ვიმედოვნებ, თქვენი საქმიანობა სახელმწიფოს სათავეში ხელს შეუწყობს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, თქვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას საერთაშორისო არენაზე“, – ასე მიულოცა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინ ასლან ბჟანიას ე.წ. არჩევნებში გამარჯვება.

„არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება, რომელიც მოქალაქეთა ნების თავისუფლად გამოხატვის გარემოში გაიმართა, თქვენი უდიდესი ავტორიტეტის დადასტურებაა თქვენ თანამემამულეთა შორის. ვიმედოვნებ, თქვენი საქმიანობა სახელმწიფოს სათავეში ხელს შეუწყობს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, თქვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას საერთაშორისო არენაზე“, – აღნიშნულია პუტინის მილოცვაში.

გიორგი არაბული

Share