Home » საზოგადოება » „ვითარება გაამწვავა ეპიდემიის საწინააღმდეგო წესების დაუცველობამ, არასერიოზულმა დამოკიდებულებამ“

„ვითარება გაამწვავა ეპიდემიის საწინააღმდეგო წესების დაუცველობამ, არასერიოზულმა დამოკიდებულებამ“

„კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობით ერთ მილიონ მოსახლეზე, სომხეთმა საფრანგეთსა და ირანს გაუსწრო“, – ამის შესახებ დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების მაჩვენებლით 1 მილიონ მოსახლეზე ჩვენ გადავუსწარით საფრანგეთსა და ირანს და არსებითად, გავუთანაბრდით რუსეთს. ასეთი ტემპებით სომხეთმა, შესაძლოა, იტალიასაც გადაუსწროს.

ასეთი ვითარება გამოიწვია ეპიდემიის საწინააღმდეგო წესების დაუცველობამ და ამ წესებისადმი მოსახლეობის არასერიოზულმა დამოკიდებულებამ“, – განაცხადა ფაშინიანმა ბრიფინგზე.

Share