Home » მსოფლიო » ვიბრძვი მათთვის, ვისაც ხმა არ აქვს – ტრამპი „სიცოცხლის მარშზე“ სიტყვით გამოსვლისას

ვიბრძვი მათთვის, ვისაც ხმა არ აქვს – ტრამპი „სიცოცხლის მარშზე“ სიტყვით გამოსვლისას

„მე თქვენთვის ვიბრძვი და ვიბრძვი მათთვის, ვისაც ხმა არ აქვს. ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ვიცით, როგორ გავიმარჯვოთ“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, „სიცოცხლის მარშზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სამწუხაროდ, მემარცხენეები აქტიურად მუშაობენ ღვთისგან დაცული უფლებების წასართმევად. რწმენაზე დაფუძნებული ქველმოქმედებების გასაუქმებლად, კრძალავენ რელიგიური მორწმუნეების მოედნებზე შეკრებას და აჩუმებენ ამერიკელებს, რომელთაც სწამთ ცხოვრების სიწმინდის. ისინი მე მაკრიტიკებენ, რადგან მე თქვენთვის ვიბრძვი და ვიბრძვი მათთვის, ვისაც ხმა არ აქვს. ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ვიცით, როგორ გავიმარჯვოთ“,-განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკის პრეზიდენტი მსგავს აქციაზე სიტყვით გამოდის.

Share