Home » ბიზნესი » ვახტანგ ბუცხრიკიძე – სუბსიდირება ლარიზაციას შეუწყობს ხელს და დადებითად იმოქმედებს დეველოპერების ინდუსტრიის განვითარებაზე

ვახტანგ ბუცხრიკიძე – სუბსიდირება ლარიზაციას შეუწყობს ხელს და დადებითად იმოქმედებს დეველოპერების ინდუსტრიის განვითარებაზე

ახალი, სუბსიდირებული იპოთეკური სესხებით სარგებლობას მოქალაქეები „თიბისიში“ ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. ამის შესახებ „თიბისის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, სესხების გაცემის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი, რასაც დაახლოებით, 1-2 კვირა დასჭირდება, შესაბამისად, ივნისის შუა რიცხვებში ბანკი მზად იქნება, რომ სესხები გასცეს.

„ბოლო 3 კვირის განმავლობაში საკმაოდ აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა მთავრობას, დეველოპერებს, კომერციულ ბანკებსა და ეროვნულ ბანკს შორის. ამ ინიციატივის საშუალებით იპოთეკური სესხების ლარში უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხების კონკურენტული გახდება, რაც გრძელ ვადაში ლარიზაციას შეუწყობს ხელს და ასევე დადებითად იმოქმედებს დეველოპერების ინდუსტრიის განვითარებაზე. როცა განხილვები მიმდინარეობდა, საუბარი იყო, რომ უფრო მომცველობითი ყოფილიყო ეს ინიციატივა, მათ შორის, მეორად ბინებსაც შეხებოდა, თუმცა, საბოლო შეთანხმება მოხდა, რომ 2020 წლის ბოლომდე ეს ინიციატივა მხოლოდ პირველად ბინებზე განხორციელებულიყო. ამით ეს თანხები ახალ ბინათმშენებლობებს მოხმარდება და დეველოპერული პროექტების წახალისებას გამოიწვევს. იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებამ მხოლოდ წელს იპოთეკური სესხების გაცემა შესაძლოა, დაახლოებით, 400-500 მლნ ლარამდე წაახალისოს. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, საშუალოდ, სუბსიდირების შემთხვევაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 7%-იქნება,“-აღნიშნა ბუცხრიკიძემ.

მან ასევე ისაუბრა სესხების გადავადების პროგრამაზე. ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, ამ გადაწყეტილებით ბანკმა გარდა იმისა, რომ კრიზისის დროს საკრედიტო ვალდებულებები შეუმსუბუქა მომხმარებელს, ამავე დროს შეამცირა ის რისკები, რასაც მომხმარებელთა ფილიალებში მისვლა გამოიწვევდა. ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, ახლა ვინაიდან ეკონომიკამ კვლავ დაიწყო ამუშავება, გაიხსნა ბევრი ინდუსტრია, მათი მოლოდინით, ივნისში გაცილებით ნაკლები ისარგებლებს გადავადების შეთავაზებით.

აღნიშნულ კომენტარს „თიბისის“ პრესსამსახური ავრცელებს.

Share