Home » საზოგადოება » ვახტანგ ბუცხრიკიძე: კრიზისის პერიოდში საბანკო სექტორში ჭარბვალიანობა არ გაზრდილა

ვახტანგ ბუცხრიკიძე: კრიზისის პერიოდში საბანკო სექტორში ჭარბვალიანობა არ გაზრდილა

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ინფორმაციით, კრიზისის პერიოდში საბანკო სექტორში ჭარბვალიანობა არ გაზრდილა, ფინანსური სექტორი კი კრიზისს მაღალი ლიკვიდურობით შეხვდა.

„ჭარბვალიანობა რა თქმა უნდა მომატებული არაა, იმიტომ რომ საკრედიტო პორტფელი ბანკებს არ გაზრდიათ, ჩვენს მაგალითზე მცირედით შემცირებაც კი დაფიქსირდა.

კარგი იყო ისიც, რომ სანამ კრიზისი დაიწყებოდა საბანკო სექტორი საკმაოდ მაღალი კაპიტალით და ლიკვიდურობით შეხვდა. 2008 -2009 წლის კრიზისებს როდესაც დარდება, იქ განსხვავებული ვითარება იყო.

მაშინ იყო ლიკვიდურობის პრობლემა, ახლა ჩვენი პრობლემაა, მაღალი ლიკვიდურობის შემთხვევაში როგორ ვნახოთ ის ბიზნესები და პროექტები, რომელიც ეკონომიკის ამოქმედებას შემდეგ წლებში ხელს შეუწყობს,“ – განმარტა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

Share