Home » საზოგადოება » ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებამ ისედაც რთული ურთიერთობა არ უნდა გააუარესოს – ზახაროვა

ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებამ ისედაც რთული ურთიერთობა არ უნდა გააუარესოს – ზახაროვა

რუსეთმა მხარეებს დაჟინებით მოუწოდა, არ დაუშვან, რომ გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტმა გააუარესოს ისედაც რთული ურთიერთობა თბილისსა და ცხინვალს შორის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„რაც შეეხება ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს და რუსეთის როლს, ამ საკითხში უკვე ჩართულები ვართ. პირველ რიგში, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს და სამხრეთ ოსეთს, ამ საკითხის პოლიტიზირება არ მოახდინონ. ეს თემა უნდა გადაწყდეს უკვე არსებული მექანიზმების საშუალებით. მათ შორის არის ცხელი ხაზი, კონფლიქტების პრევენციის ფარგლებში შეხვედრები და რა თქმა უნდა, ჟენევის დისკუსიები.

ჟენევის უკანასკნელ დისკუსიაზე რუსეთმა ორივე მხარეს დაჟინებით მოუწოდა, გამოიყენონ კეთილი ნება და არ დაუშვან, რომ გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტმა გააუარესოს ისედაც რთული ურთიერთობა თბილისსა და ცხინვალს შორის”, – განაცხადა ზახაროვამ.

Share