Home » საზოგადოება » ვანო ჩხარტიშვილი – პოლიტიკაში უნდა იყვნენ პოლიტიკოსები და არა ბიზნესმენები

ვანო ჩხარტიშვილი – პოლიტიკაში უნდა იყვნენ პოლიტიკოსები და არა ბიზნესმენები

ბიზნესმენი, ვანო ჩხარტიშვილი “ღამის კურიერის“ ეთერში იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამო 15 წლის წინ პოლიტიკა დატოვა. ვანო ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში უნდა იყვნენ პოლიტიკოსები და არა ბიზნესმენები. 

“მე ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი, რომ არ გამოვსულიყავი საჯაროდ, იმიტომ რომ მე დაახლოებით 15 წელია დავტოვე პოლიტიკა. მიმაჩნია, რომ ის პერიოდი, განსაკუთრებით პარლამენტში, ჩემი ყოფნის დრო იყო ყველაზე ცუდი პერიოდი ჩემთვის. დღესაც მიმაჩნია, რომ პოლიტიკაში საერთოდ ბიზნესმენები არ უნდა იყვნენ, ეს ჩემი პერსონალური აზრია. პოლიტიკაში უნდა იყვნენ პროფესიონალები, პროფესიონალი პოლიტიკოსები, რომლებიც წლების განმავლობაში დააგროვებენ გამოცდილებას იმისთვის, რომ ქვეყანაში ნამდვილად წერონ კანონები, ამიტომ, აბსოლუტურად გავეთიშე ამ პროცესებს. არასდროს არც მიფიქრია პოლიტიკა, არც ვფიქრობ პოლიტიკაზე, მაგრამ ბოლო მოვლენებმა, უბრალოდ არ მომცეს საშუალება,“ – განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.  

Share