Home » საზოგადოება » ვალდებული ხართ, დაიცვათ რუსეთის დელეგაციის უსაფრთხოება – კრემლი საქართველოს მთავრობას აფრთხილებს

ვალდებული ხართ, დაიცვათ რუსეთის დელეგაციის უსაფრთხოება – კრემლი საქართველოს მთავრობას აფრთხილებს

„რია ნოვოსტთან“ საუბარში, რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან მოეწყოს პროვოკაციები.

ოფიციალური მოსკოვი საქართველოსგან ითხოვს, შეასრულოს ვალდებულება, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ და დაიცვას იმ დელეგაციების უსაფრთხოება, რომლებიც 14-15 მაისს თბილისში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე უნდა ჩამოვიდნენ – მათ შორისაა რუსეთის დელეგაციაც, რომელსაც როგორც წესი, სერგეი ლავროვი თავმჯდომარეობს.

საგარეო სამინისტროს მაღალჩინოსნის განცხადებით, თბილისმა თავად უნდა გაარკვიოს როგორ გამოიყენებს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არსებულ კანონს, თუმცა რუსი დიპლომატის განცხადებით, საქართველოს აქვს ვალდებულება, რომ სტუმარი ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების უსაფრთხოება უზრუნველყოს.

Share