Home » ეკონომიკა » ,,ესტონური მოდელი მთავრობისთვის საბანკო სექტორის მორიგი დაკვეთა იყო”
ესტონური მოდელი საბანკო სექტორის მორიგი დაკვეთა იყო მთავრობისათვის

,,ესტონური მოდელი მთავრობისთვის საბანკო სექტორის მორიგი დაკვეთა იყო”

,,ესტონური მოდელი, საბანკო ოლიგოპოლიის მორიგი დაკვეთა იყო მთავრობისათვის, ლობმა დაკვეთა კანონის ჩარჩოში წარმატებით მოაქცია” – ამის შესახებ საქართველოს მეცნიერთა საბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ნიკა შენგელია საკუთარი ფეისბუქის გვერდზე წერს.

გთავაზობთ აღნიშნულ პოსტს უცვლელად:

,, ესტონური მოდელი,რომელიც ეხება კომპანიების მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებას, თუ ეს უკანასკნელი მოახდენს ამ თანხით რეინვესტირებას, აღნიშნული უკვე კანონის სახით მოქმედებაშია შესული.

როგორც მოგვახსენებათ, წელიწადში საშუალოდ მოგების გადასახადიდან შედიოდა 600 მილიონ ლარამდე. ესტონური მოდელის შემოტანით ბიუჯეტმა ერთი შეხედვით დაკარგა ეს თანხა, თუმცა, მთავრობის მჭერმეტყველური და ხატოვანი განმარტებით, ეს ყველაფერი გაკეთდა ჩვენი მოსახლეობის კეთილ- დღეობისათვის, კერძოდ იმსათვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ფეხზე წმოდგეს და გაჩნდეს სამუშაო ადგილები. აი ასე ლამაზად შეფუთეს ამ კანონის მიღების საფუძველი.
მაგრამ იმის გამო, რომ ბიუჯეტი კარგავდა 600 მილიონ ლარს და მსოფლიო სავალუტო ფონდმა განგაში ატეხა, რას აკეთებთ მე ვალს როგორ მიბრუნებთო? მთავრობამ არც აცია არც აცხელა და მოახსენეს, სამაგიეროდ აქციზს ვზრდით სიგარეტზე, საწვავზე და ამით გასწორდება ყველაფერიო.
მოდით ვნახოთ ახლა, ვინ სარგებლობს ამ კანონით და ძირითადად რომელ კომპანიებში დაილექება ის თანხები, რომელიც მოგების გადასახადის არსებობის შემთხვევაში უნდა ბიუჯეტში წასულიყო.
ჩამოვთვალოთ ის კომპანიები რომლებიც კოლოსალურ მოგებებზე არიან.

ესენია: 1)საფინანსო სექტორი წარმოდგენილი 90% ბანკებით, 2) სადაზღვევო კომპანიები, 3)ფარმაცევტული და ჰოსპიტალური ბიზნესი, 4)მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, 5) საამშენებლო კომპანიები და დეველოპმენტი; 6) წყალგამანაწილებელი და ენერგოგამანაწილებელი კომპანიები და სხვა

ამ ჩამოთვლილი კომპანიებიდან 1-5 ჩათვლით, არიან ბანკები და ბაკების არაპროფილური ბიზნეს საქმიანობით შექმნილი მონოპოლიური გიგანტი კომპანიები, რომელთაც წლის ბოლოს საშუალოდ ბიუჯეტში შექონდათ მთლიანი მოგების გადასახადის 60% ზე მეტი. რაც შეეხება წყალგამანაწილებელ და ელექტროგამანაწილებელი კომპანიების გათავისუფლება კიდევ საერთოდ ნონსესია, ეს კომპანიები ბუნებრივად იმყოფებიან მონოპოლიურ პოზიციებზე რადგანადაც კონკურენტი არა ყავთ.

ანუ რეალურად მთავრობამ, საბანკო სისტემასა და მის არაპროფილურ ბიზნეს საქმიანობას ჩაუტოვა მოგების გადასახადის მილიონები, რეალურად რა შეღავათიც დარჩება მცირე და საშუალო მეწარმეობას ის ზღვაში წვეთია, მათი წილი მთლიან მოგების გადასახადში 20 % საც არ აღწევს. მთავრობას, რომ რეალურად მართლა ნდომოდა მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება ამ კუთხით, მათ მარტივად შეეძლოთ კომპანიების წლიური ბრუნვების რაოდენობით, დაედგინა საზღვრები მცირე და საშუალო საწარმოების და სწორედ ისინი გაეთავისუფლებინა გადასახადისაგან (ან წაეხალისებინა სხვა რაიმე ღონისძიებებით) და არა საფინანსო სექტორი და მისი არაპროფილური საქმიანობით შექმნილი მონოპოლიები გიგანტები,თუნდაც ბუნებრივი მონოპოლიურ პირობებში მყოფი კომპანიები.

შედეგი ამ გადაწყვეტილების არის ის, რომ ამ კანონის მიღებამ გამოიწვია აქციზების გაზრდა საწვავზე, სიგარეტზე და მოსახლეობას ჩვენ გაგვიძვირდა საწვავი და შესაბამისად პროდუქტები 15% დან 25 % მდე.

ყოველგვარი ამის შესახებ ბევრი დავწერეთ მეცნიერებმა, დავასაბუთედ, რომ ასეთი ქმედება გაზრდიდა ინფლაციას, გამოიწვევდა ასევე ელექტრო ენერგიასა და გაზზე ფასების გაზრდას (ენერგომატარებლებზე, რომ ზოგადად ფასების ზრდა 2017 წელს პროგნოზირებული იყო, ესეც შევახსენეთ), ახლაც ვამბობთ ,რომ მოახდინონ ცვლილებების შეტანა ამ კანონში, კერძოდ მოვითხოვთ ეს განთავისუფლება არ გავრცელდეს საფინანსო სექტორზე, წყალგამანაწილებელ და ელექტროგამანაწილებელ ბუნებრივ მონოპოლიურ პირობებში მყოფ კომპანიებზე , საწვავზე აქციზის გადასახადის ნაცვლად შემოიღონ საშემოსავლო პროგრესული გადასახადი, ანუ მათ ვისაც წლიური შემოსავალი დიდი აქვს დაიბეგროს შედარებით მაღალი პროცენტით და არა ისე როგორც ჩვენ, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი ხმა მათ არ ესმით.

ანუ ამ გადაწყვეტილებით დადგა შემდეგი შედეგი:
1) ბანკებმა , სადაზღვევო კომპანიებმა, მიკროსაფინანსოებმა და ბანკების მიერ არაპროფილური საქმიანობით შექმნილმა გოგანტურმა საამშენებლო, ფარმაცევტულმა და სხვა მონოპოლიებმა ბიუჯეტში შესატანი თანხები რეალურად, მომავალში ჩაიდო ჯიბეში.
2) მოსახლეობას ჩვენ გაგვიზვირდა საწვავი , რამაც გამოიწვია 15-25 % ტით პროდუქტების გაძვირებაც.
3) ინფლაციის მაჩვენებელი გაცდა თარგეთს.
4) ძალიან მალე ყვალაფერ ამ სიკეთეს მოყვება ფასების ზრდა გაზზე და ელექროენერგოაზე.

ყველაფერ ამაში კომიკური კიდევ ისაა, რომ წლის ბოლოს ცისფერ ეკრანზე გამოაჩენენ 3-4 ფერმერს ან საშუალო კომპანიის მესვეურთ, რომლებიც კმაყოფილებით გაგვიცხადებენ, რომ მოგების გადასახადი რომელიც მათ მთავრობამ დაუტოვა რეინვესტირებისათვის დააბანდეს წარმატებით და მადლობასაც მოიხდიან.

სამაგიეროდ საფინანსო გაზულუქებული სექტორი და გიგანტი მონოპოლიები თავიანთ ლობებთან ერთად მილიონებს მიამატებენ ხოლო ქვეყანა რეალურად ისევ უკან წავა და ცხოვრება მეტად გაგვირთულდება.  ეს ასე იქნება მეგობრებო სამწუხაროდ, აგერ თქვენ და მეც აქ ვარ თქვენთან ,” -წერს ნიკა შენგელია საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.

 

Share