Home » მსოფლიო » ესპანურ კლუბებს მაისურებზე ტოტალიზატორების რეკლამირება აეკრძალებათ

ესპანურ კლუბებს მაისურებზე ტოტალიზატორების რეკლამირება აეკრძალებათ

ესპანეთის მთავრობამ შეადგინა კანონპროექტი, რომელიც აუკრძალავს სპორტულ კლუბებს საბუკმეიკერო კომპანიების რეკლამას. ამის შესახებ tribuna.com-ი წერს.

ესპანეთში საბუკმეიკერო კომპანიები, ისევე როგორც ინგლისში, უამრავი კლუბის სპონსორები არიან. ამ მომენტისთვის, პრიმერა დივიზიონის 8 კლუბს ჰყავს სპონსორად ტოტალიზატორი: „სევილიას“, „ოსასუნას“, „ვალენსიას“, „ლევანტეს“, „გრანადა“, „ლეგანესს“, „ალავესსა“ და „მალიორკას“.

როგორც sportbusiness.com-ი წერს, ესპანური ფეხბურთი ელოდება ევროკავშირის გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ საფეხბურთო კლუბების მაისურებზე საბუკმეიკერო კომპანიების გამოსახვა აიკრძალება. ამასთან, აღნიშნული აკრძალვა, შესაძლოა, ევროკავშირის მხრიდან შემზღუდავი წინადადების გაკეთებამდე შევიდეს ძალაში.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კლუბების ფინანსური დანაკარგი დაახლოებით 80 მილიონი ევროს მოცულობის იქნება.

კლუბებს მაისურებიდან სპონსორების სახელების მოშორება მოუწევთ.

სანდრო პირველი

Share