Home » ფინანსები » ეროვნულმა ბანკმა BMATCH-ზე ივნისში $6 მილიონი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა BMATCH-ზე ივნისში $6 მილიონი გაყიდა

ეროვნული ბანკის სტატისტიკით, სავალუტო ბაზარზე რეზიდენტ ბანკებს ივნისში 2.5 მლრდ აშშ დოლარი აქვს ნავაჭრი, მაისთან შედარებით $335 მლნ-ით მეტი.

მონაცემები მოიცავს გარიგებებს ყველა არხით და ინსტრუმენტით (სპოტი, სვოპი, ფორვარდები, სებ-ის სავალუტო აუქციონი…).

სებ-მა სავალუტო აუქციონზე ივნისში $49 650 000 გამოიტანა (მაისში – $40 მლნ, აპრილში $20 მლნ).

ბლუმბერგის სისტემის BMatch პლატფორმაზე სებ-მა ივნისში $6 მლნ გაყიდა და სულ, მარტი-ივნისის პერიოდში კი $11.5 მლნ

ამ დროისთვის ბლუმბერგის მოედანზე სავალუტო წყვილებზე გარიგებებში 16 სუბიექტია ჩართული, მათ შორის ეროვნული, კომერციული ბანკები, მისოები, 1 ატელეკომუნიკაციო კომპანია და ამერიკული ფონდი.

Share