Home » ფინანსები » ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი გაყიდა

2020 წლის 13 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0705 შეადგინა.

ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე მეათე სავალუტო ინტერვენციაა. სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 289 650 000 დოლარი გაყიდა.

Share