Home » საზოგადოება » ეროვნული ბანკი – ბოლო დღეების გამყარების მიუხედავად, ლარის კურსი გაუფასურებული რჩება

ეროვნული ბანკი – ბოლო დღეების გამყარების მიუხედავად, ლარის კურსი გაუფასურებული რჩება

მიუხედავად ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარი გამყარებისა, გაცვლითი კურსი გაუფასურებული რჩება, რაც მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მოლოდინს უწყობს ხელს, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში, რომელიც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.

გუშინ დადგენილი ოფიციალური კურსით, ლარი დაახლოებით ოთხი თეთრით გამყარდა და დოლარის ღირებულება 2.9089 ლარია.

ამასთან, ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ინფლაცია მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება.

ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 7 პროცენტი შეადგინა, რაც 2017 წლის ივნისის შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებელია. ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3 პროცენტია.

დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 9.0 პროცენტამდე გაიზარდა. ასეთ მაღალ ნიშნულზე რეფინანსირების განაკვეთი ბოლოს 2008 წლის ბოლოს იყო.

Share