Home » ფინანსები » ეროვნული ბანკის რეზერვები 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
ეროვნული ბანკის რეზერვები 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

ეროვნული ბანკის რეზერვები 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

2017 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის ოფიციალური სარეზერვო აქტივები 2 მილიარდ 956 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს 2013 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

უცხოური ვალუტის რეზერვების მოცულობა 2,753 მილიარდი დოლარია, ხოლო სესხების სპეციალური უფლებების (SDR) მოცულობა 203 მილიონ დოლარს შეადგენს.

რეზერვები, 2016 წლის 31 დეკემბერთან შედარებით, 200 მილიონი დოლარითაა გაზრდილი. ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მიღებული ტრანშით და სავალუტო აუქციონებზე უცხოური ვალუტის შეძენითაა გამოწვეული. ეროვნულმა ბანკმა წელს 89.75 მილიონი დოლარი შეისყიდა, სავალუტო ფონდიდან ჩარიცხულმა თანხამ კი 79.6 მილიონი დოლარი შეადგინა.

 

Share