Home » ფინანსები » ერთ ადამიანს ერთზე მეტი სუბსიდირებული იპოთეკური სესხის აღების უფლება ექნება

ერთ ადამიანს ერთზე მეტი სუბსიდირებული იპოთეკური სესხის აღების უფლება ექნება

ერთ ადამიანს ერთზე მეტი “სუბსიდირებული იპოთეკური სესხის” აღების უფლება ექნება, თუმცა ამ სესხების ჯამური მოცულობა 200,000 ლარს არ უნდა აჭარბებდეს – ამის შესახებ BMG-ის საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ ბანკებმა იპოთეკების სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში მომხმარებლებზე სესხების გაცემა დაიწყონ, შესაბამისი დადგენილების დამტკიცებაა აუცილებელი. აღნიშნული დადგენილების შემდეგ კი, დაფინანსების პროცესი დაიწყება.

“ამ მხრივ, დეტალები ჩვენთვის ცნობილია. ახლა ველოდებით საბოლოო დადგენილებას. იყო გაცხადებული მთავრობის მხრიდან, რომ 5 წლის განმავლობაში 4 პროცენტული პუნქტის სუბსიდირებაზე არის საუბარი, ეს შეეხება მხოლოდ პირველად ბაზარს და საგარანტიო სქემის ამოქმედებისთვის აუცილებელია, მინიმუმ 10%-იანი თანამონაწილეობა. მხოლოდ ლარის სესხებზე არის საუბარი, 200,000 ლარამდე მოცულობის. ერთმა პირმა შეიძლება რამდენიმე სესხი აიღოს, მაგრამ არაუმეტეს 200,000 ლარისა”, – ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.

BM.GE

Share