Home » მსოფლიო » „ეკონომიკური, სამხედრო და ტექნოლოგიური შესაძლებლობების მიუხედავად, პატარა მიკრობმა მსოფლიო დააშოშმინა“

„ეკონომიკური, სამხედრო და ტექნოლოგიური შესაძლებლობების მიუხედავად, პატარა მიკრობმა მსოფლიო დააშოშმინა“

ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 73-ე ყოველწლიური სესიის გახსნაზე ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გამოსვლისას ჯანმოს დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ „ეკონომიკური, სამხედრო და ტექნოლოგიური შესაძლებლობების მიუხედავად, პატარა მიკრობმა მსოფლიო დააშოშმინა“.

„თუ ეს ვირუსი რამეს გვასწავლის, ეს თავმდაბლობაა. ექვსი თვის წინ წარმოუდგენელი იქნებოდა იმის გაფიქრება, რომ მსოფლიოს უდიდესი ქალაქები დაცარიელდებოდა, რომ რესტორნები, მაღაზიები, სკოლები და სამუშაო ადგილები დაიხურებოდა, რომ საერთაშორისო მოგზაურობა შეჩერდებოდა, რომ უბრალოდ ხელის ჩამორთმევა სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიდა“, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

მან ოფიციალურ პირებს ასევე მოუწოდა, ამ ვირუსს სათანადო ყურადღება მიაქციონ, რადგან მსოფლიოში დაინფიცირების მილიონობით შემთხვევა გამოვლინდა.

imedinews.ge

Share