Home » მსოფლიო » ევროპა მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის კრიტიკული უკმარისობის წინაშეა – ჯანმოს რეგიონალური დირექტორი

ევროპა მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის კრიტიკული უკმარისობის წინაშეა – ჯანმოს რეგიონალური დირექტორი

როგორც CNN-ი წერს, ევროპა მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის კრიტიკული უკმარისობის წინაშეა.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ექიმმა ჰანს ჰანრი კლუგემ განახაცდა.

„ჯანმო აკვირდება მედიკამენტების მიწოდების შეფერხების პოტენციურ რისკს. ყურადღება გამახვილებულია პირველადი ჯანდაცვისა და გადაუდებელ შემთხვევებზე, მათ შორის ანტიბიოტიკების, ტკივილგამაყუჩებლების, დიაბეტის, ჰიპერტენზიის, აივ, ტუბერკულოზის მკურნალობისთვის საჭირო აუცილებელ მედიკამენტებზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აწვდის ლაბორატორიულ აღჭურვილობას სამედიცინო მოწყობილობებსა და პერსონალურ დამცავ აღჭურვილობას ქვეყნებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ. ჩვენ ინფორმირებული ვართ გარკვეული მედიკამენტების კრიტიკული დეფიციტის შესახებ და ამის აღმოსაფხვრელად ვმუშაობთ პარტნიორებთან, როგორებიც არიან ევროკომისია და კერძო ინდუსტრია“, – განაცხადა ჰანს ჰანრი კლუგემ.

სანდრო პირველი

Share